fbpx

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამას

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამას იწყებს, რომელიც ორი წლის მანძილზე ეტაპობრივად განხორციელდება და პირველ ეტაპზე 500 IT სპეციალისტის გადამზადებას მსოფლიოში უმსხვილესი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს შემდეგ პროფესიებში:

• Project Management
• Front-End Programming
• Back-End Programming
• Microsoft
• Cisco Career Certification
• Blockchain
• Cybersecurity
• Computer Aided Design & Engineering
• Artificial Intelligence
• Mobile Development
• Game Development
• UX/UI Design
• Data Science
• DevOps
• QA Engineer
• Freelancing & Product Management

💡სასწავლო პროცესი გაიმართება ონლაინ რეჟიმში ინგლისურ ენაზე და პროფესიული გადამზადების კურსის დასრულების შემდგომ თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება, მიიღოს საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც დასაქმებისა და მაღალანაზღაურებადი შემოსავლის გაჩენის ერთგვარი გარანტიაა. დამატებით თითოეული მონაწილე გაივლის სასწავლო კურსს ,,პროექტების მართვისა“ და ,,ფრილანსერობის“ მიმართულებით.🤝პროგრამა ხორციელდება ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში.

✅პროგრამის პრეზენტაციაზე დასწრებას შეძლებთ ვებინარზე Zoom-ის დახმარებით;

👩🏻‍💻🧑🏻‍💻https://zoom.us/j/93978597627…

გაუზიარე!

Shares