fbpx

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები,
ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე კადრირებული
ბატალიონის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა მირზა ბეჟანიძემ და მე-20 კადრირებული
ბრიგადის ბატალიონის სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა ილია შაშიაშვილმა
ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერიაში გამართეს და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებს პროექტისა და რეზერვში მიღების პირობების შესახებ დეტალური
ინფორმაცია მიაწოდეს.
საინფორმაციო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე
ბუბა გობეჯიშვილი და მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის რეგიონში წელს პირველად ჩამოყალიბდა
რეზერვისტთა 204 -ე ბატალიონი, სადაც ამ რეგიონის წარმომადგენლები ირიცხებიან.
ტერიტორიულ რეზერვი თავდაცვის სამინისტროს პროექტია და მიიღებიან თბილისის,
მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის
რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18 – დან 51 წლის
ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ
რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი
ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო
ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ.
რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს
შეადგენს. წლის განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მომზადება მოიცავს 45
დღემდე პერიოდს, რომელიც თანაბრად განაწილდება 12 თვეზე. აღნიშნული
მომზადების კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე
შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის
გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე
უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რაც შეეხებათ
სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო
სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება