fbpx

“ეთიოპიის დედოფალივით” გადამალული გახარია, სისულელეებში რეკორდების დამყარებაზე გადავიდა-ზურა ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე – აქუბარდიას დავესესხები და “ეთიოპიის დედოფალივით” გადამალული გახარია, უკვე სისულელეებში რეკორდების დამყარებაზე გადავიდა… გუშინდელი ამბავი ძალიან მძიმე შემთხვევააა… კონსტიტუცია, კანონი, ქვორუმი შეიძლება არ წაგიკითხავთ არ იცით, მაგრამ არითმეტიკა და ბალანსი მაინც გაგერკვიათ სანამ მაგ სისულელეს იზამდით? – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, სადაც აღნიშნა, რომ სენაკის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ გადაწყვეტილების მიღება 33 დეპუტატიდან, 16 დეპუტატითაც შესაძლებელია. „აქუბარდიას დავესესხები და “ეთიოპიის დედოფალივით” გადამალული გახარია, უკვე სისულელეებში რეკორდების დამყარებაზე გადავიდა… 33 კაციან საკრებულოში 16 კაცით გახსნეს სხდომა, გადააყენეს არასასურველი თანამდებობის პირი და დაამტკიცეს საკუთარი კანდიდატები… პოლიტიკური “ჟონგლიორობა” რასაც ეს კაცი და მისი პარტია აქამდე აკეთებდა კიდე გასაგები იყო, რომ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ნაც-მოძრაობას შეეკედლა, იქნებ გადაირჩინოს თავი… მაგრამ გუშინდელი ამბავი ძალიან მძიმე შემთხვევააა… კონსტიტუცია, კანონი, ქვორუმი შეიძლება არ წაგიკითხავთ არ იცით, მაგრამ არითმეტიკა და ბალანსი მაინც გაგერკვიათ სანამ მაგ სისულელეს იზამდით? “ესაა პიკასოს ბიჭი?”….”ამით ერთობა პიკასო?” P.S ნეტა რა განმარტებას გაგვიკეთებს ჩვენი მონატრებული “ეთიოპიის დედოფალი”? თუ ისევ პირად პაროდისტ ქემოკლიძეს დავკმაყოფილდეთ?“ – წერს ქადაგიძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება