fbpx

სასწრაფოს მანქანაში ბავშვი დაიბადა

ფოთში, სასწრაფოს მანქანაში, გოგონა დაიბადა. ეკიპაჟის წევრებმა მშობიარე ქალი კლინიკაში გადაყვანის დროს, მანქანაში ამშობიარეს.

„გოგონა ყველანაირი სირთულეების გარეშე, ძალიან მალევე დაიბადა. ექიმებისთვის ძალიან ემოციური იყო. მართალია ბევრჯერ გადაგვირჩენია ადამიანი, ბევრი პაციენტისთვის აღმოგვიჩენია დახმარება, თუმცა როცა ახალი სიცოცხლე იბადება, შენი მონაწილეობით, ეს გრძნობა შეუდარებელია.“ – ამბობს ექიმი ქრისტინა დანელია. წყარო ,,პრაიმთაიმი,.

გაუზიარე!

Shares