fbpx

„ენმ“ გიგი უგულავას მხარს არ დაუჭერს! – რომან გოცირიძე

ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში რომან გოცირიძეს პასუხობს.

“ჩემო ძვირფასო ბატონო რომან. ევროპული საქართველო არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად.

ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპორციულ ნაწილში, მარტივად პარტიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს რომ ენემიც ასე მოიქცევა.

p.s. ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ”.

ცნობისთვის, რომან გოცირიძემ დღეს გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გიგი უგულავა კენჭს ზუგდიდში იყრის, „ენმ“ მას მხარს არ დაუჭერს, რადგან იქ თავიანთი კანდიდატი ჰყავთ.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares