fbpx

საპროცენტო განაკვეთები, რაც ბაზარზეა, შესაძლოა, შემცირდეს.

მთავრობის ინფორმაციით, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ბაზარზეა, შესაძლოა, შემცირდეს.

ამის შესახებ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკის და ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაციების მიერ ეპიდემიის ეკონომიკური შედეგების და მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ გახდა ცნობილი.

საკონსულტაციო პლატფორმა პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, როგორც ანტიკრიზისული გეგმის, ისე პოსტკრიზისული პროგრამის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და პოზიტიურ ტენდენციებზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეროვნული ბანკის მისამართით წამოჭრილი მთავარი საკითხი ლარის ლიკვიდობის მიწოდებას შეეხებოდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეიქმნება რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც, შესაძლოა შემცირდეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს ბაზარზეა.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან და ანალიტიკურ-კვლევით ორგანიზაციებთან შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს. შეხვედრებში ჩართულია USAID-ის „ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და კვლევითი ორგანიზაციების საკონსულტაციო პლატფორმას ქვეყნის ეკონომიკაზე ეპიდემიის გავლენის საკითხებთან მიმართებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება