თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ნაძალადევის რაიონში,სანზონის დასახლებაში, N26 და N27 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერისრეაბილიტაცია დაასრულა.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტისმთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 000 კვ.მფართობზე განხორციელდა.„ტერიტორიაზე მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები,დასასვენებელი პავილიონები, სპორტული არეალები, ასევე გამოყოფილიაატრაქციონები პატარებისთვის და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევანიდა განთავსდა საპარკო ავეჯი. ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებულიააღნიშნული სივრცე, რაც ძალიან კარგია. ახლა მთავარია, მოვუაროთ აღნიშნულტერიტორიას. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველარაიონში, უბნების დონეზე უნდა ვაწარმოოთ ამ ტიპის სამუშაოები, რათა იქმცხოვრებ პატარებსა, თუ დიდებს ნორმალურ გარემოში დასვენების, გართობისადა ვარჯიშის საშუალება ჰქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.ამასთანავე, სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. ტერიტორიაზე შევიდანოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყო სარწყავი სისტემა, 9 525 კვ.მ ფართობზე დაითესაბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.