მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი რეაბილიტირდა, – ამის შესახებდედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელსხდომაზე ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, დამთვალიერებელს კვლავ ექნება შესაძლებლობა, გაეცნოსგანახლებული მუზეუმის სივრცეში დაცულ ეროვნული გმირის ცხოვრებისა დამოღვაწეობის ამსახველ უნიკალურ მასალას.„მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, საქართველოს პირველიპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და თაოსნობით, ეროვნულიგმირის დედის — ოლღა დემურია-კოსტავას მხარდაჭერით დაარსდა. დღეისთვისმუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი,ბიბლიოთეკა, ხელნაწერები და ეროვნული მოძრაობის მონაწილეებთანდაკავშირებული უნიკალური დოკუმენტური მასალა: მეოცე საუკუნის მეორენახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტოარქივი, წერილები,არალეგალური გამოცემები და სხვა იშვიათი არტეფაქტები“, – განაცხადა კახაკალაძემ.ამასთან, თბილისის მერის ინფორმაციით, მუზეუმის არსებობის განმავლობაში,პირველად ჩატარდა მისი სარემონტო სამუშაოები.„რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო2025 წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვესტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად. მუზეუმი აღიჭურვაუახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, უკეთწარმოჩნდეს მერაბ კოსტავას ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი როლი საქართველოსუახლეს ისტორიაში. ასევე, შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს. მინდა, ყველასმადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნული სამუშაოების განხორციელებაში იყოჩართული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება