fbpx

სანდრო ბრეგაძე: ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება – სად წავიდა ბატონი ლევან ვასაძე

სურთ ყველა გარიონ, ძალიან უნდათ „ქართული მარშის” მონაწილეობა დაინახონ სადმე, გაგიჟებულები არიან, რომ ჩვენი მონაწილეობის კვალი ვერ აღმოაჩინეს, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს რას ვხედავთ, გაჰყვირიან ქუჩიდან, რომ ყველა დასასჯელია ვინც მათსავით არ ფიქრობს და ხვალ რომ ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, “იმედის” დარბევა იქნება ტკბილი სიზმარი, სისხლის გუბეები იქნება რევანშისტების, ბართლომეს ღამე მოეწყობა ქრისტიანების წინააღმდეგ. ამაში დარწმუნებულები იყავით.

შესაძლოა დიდი შეცდომებია იქ დაშვებული, რამოდენიმე ათეული ახალგაზრდა რომ ციხეში ზის და ის ადამიანები სამშობლოს მოყვარული ადამიანები არიან, ეს უკვე ტრაგედიაა. ტრაგედიაა ისიც, რომ დაშავდნენ ოპერატორები, ჟურნალისტები. ტრაგედიაა ეს. სწორედ ამიტომ შევიკავეთ თავი ისეთ აქციაში მონაწილეობისგან, რომელი აქციის არსიც არ ვიცოდით.

ამ თავისივე დადგმულ პროვოკაციაში, სურთ ყველა გარიონ, ძალიან უნდათ “ქართული მარშის” მონაწილეობა დაინახონ სადმე, გაგიჟებულები არიან, რომ ჩვენი მონაწილეობის კვალი ვერ აღმოაჩნიეს. ეკლესია, საპატრიარქო, კონსერვატული ძალები უნდათ ამოშანთონ და გააშავონ.

ერთადერთი რაც ამ ბოლო დღეებში ვერ ამოვხსენი, ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება – სად წავიდა ბატონი ლევან ვასაძე,“ – წერს სანდრო ბრეგაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება