fbpx

დავით ბახტაძე- სამტრედიაში ყველა დაგეგმილი და მიმდინარე პროექტი მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებს და გამომდინარეობს მათი მოთხოვნებიდან

ინფრასტრუქტურული პროექტები.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით სამტრედიაში, მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.

ე. წ. ხდკ-ს დასახლებაში 7 მრავალბინიან კორპუსს სრულად მოუწერსრიგდება ფასადი. ამავე უბანში დაგეგმილია ცენტრალური გაჩერების და სკვერის სრული რეაბილიტაცია. სამეგრელოდან ქალაქის შემოსასვლელი ავტოსადგურის ტერიტორიამდე მოეწყობა ახალი, თანამედროვე ღობეები, რაც ქალაქის იერსახეს ფუნდამენტურად შეცვლის.

,,გვიხარია ასე რომ ლამაზდება ჩვენი უბანი. მოსახლეობას განსაკუთრებით გვახარებს ღობეების მოწესრიგება. მოუთმენლად ველოდებით გაახლებულ ქუჩას და ეს ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობის აქტიურობის შედეგია,” აღნიშნა წინსვლის ქუჩაზე მცხოვრებმა ციალა ქანთარიამ.

სამუშაოებს ტენდერით შერჩეული კომპანია , შპს ,,M.M” ასრულებს.

დავით ბახტაძე- ,, ევროკავშირი საქრთველოსთვის პროექტის ფაეგლებში, სრიგ პროგრამით სამტრედიაში ყველა დაგეგმილი და მიმდინარე პროექტი მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებს და გამომდინარეობს მათი მოთხოვნებიდან. ამიტომ ჩვენი თხოვნაა, ხელი შეუწყონ მშენებელ კომპანიებს, რაც სამუშაოების დროულად და ხარისხიანად დასრულებაზე მოახდენს გავლენას. ამჟამად ზოგიერთ პროექტზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, ხოლო მიმდინარე სამუშაოებში გეგმა-გრაფიკები მაქსიმალურად დაცულია.”

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა რუსთაველის ქუჩის N4-ში.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინასდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ლეგიონი” ასრულებს.

აქაურების განცხადებით -აღნიშნულ ლოკაციაზე სკვერის მოწყობის სურვილი ადგილობრივებმა გამოთქვეს და მერს წინადადებით მიმართეს. ,,ყველანი ძალიან გახარებულები ვართ. ასე სწრაფად სამუშაოების დაწყებას ნამდვილად არ ველოდით.გვიხარია დიდს თუ პატარას.”- აღნიშნა N-4 კორპუსში მაცხოვრებელმა.

პარარელურად რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში
მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონის და მოსასვენებელი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გია და კომპანია” ასრულებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება