fbpx

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.

 ადგილობრივი თვთმმართველობისა და მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქ.გარდაბანში, ორ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე ტიპის სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო სივრცე, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ კი კომბინირებული მინი სტადიონი.  ინფრატსრუქტურულ პროექტებს ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. „ჯანსაღი ცხოვრების  ხელშეწყობისა და ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას“- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება