სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთიმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ტოლების ადმინისტრაციული ერთეულის სოფ.ნოღაში, კერძოდ ბეგეს უბანში. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ლატექსი” ასრულებს. ,,მრავალი წელი გზა მოუწესრიგებელი იყო, ამჟამად საშვილიშვილო საქმე კეთდება.” – აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა მერი ნინუამ. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტერის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან ვლადიმერ ზაქრაძესთან და ინფასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. დავით ბახტაძე – ,,ადმინისტრაციული ცენტრიდან მოცილებულ სოფლებში კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია. სამუშაოები ამ მიმართულებით კვლავ აქტიურად გაგრძელდება



