fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ნუგზარ ჯამბურია აირჩიეს

, სამტრედიაში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.  სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძემ გახსნა, რომელმაც წარმოადგინა 2 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი.
ამის შემდეგ საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი ბადრი შენგელია წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
საკრებულოს წევრებმა ჯერ დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები აირჩიეს. მოგვიანებით კი, დეპუტატებმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად, ნუგზარ ჯამბურია ხმათა უმრავლესობით – 23 ხმით აირჩიეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ვაჟა სტურუა, მოადგილეებად, ვალერიანე ფოცხვერია და ნათია პაპავა. 
საკრებულოს პირველ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ესწრებოდა.
დავით ბახტაძემ ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება