fbpx

სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალი გვირგვინით და 9 აპრილის სიმბოლო – წითელი ტიტებით შეამკეს. დავით ბახტაძე – ,,დღევანდელი დღე არის თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო. 9 აპრილის გმირებმა მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო. თავისუფლებისთვის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დღეს საქართველო დამოუკიდებლი სახელმწიფოა. ქედს ვიხრი მათ წინაშე, მადლობა თავისუფლებისთვის.” 33 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უამრავი ადამიანი დაზარალდა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა. #მადლობა_თავისუფლებისთვის

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება