fbpx

დიდი ალბათობით, წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს-ამირან გამყრელიძე

დიდი ალბათობით, წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დღეს 2020 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი დღეა, როდესაც გარდაცვლილთა ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პროგნოზით, რასაც დიდი საერთაშორისო ინსტიტუტები აკეთებენ, ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში. ჯანმოს პანდემია დასრულებულად არ გამოუცხადებია, მაგრამ მისი მწვავე ფაზა სრულდება. თუ ამ ვირუსის ევოლუციაში რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა, დიდი ალბათობით, წელს პანდემია დასრულებულად გამოცხადდება“, – აცხადებს გამყრელიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება