fbpx

სამტრედიაში საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიაში, ილორის დასახლებაში, მე-2 საჯარო სკოლოს შერწყმულ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

წლებია აღნიშნულ შენობას არ ჩატარებია სიღრმისეული რეაბილიტაცია , რაც დისკომფორტს უქმნიდა როგორც პედაგოგებს ასევე მოსწავლეებს.

პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2022-2026 წლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები ტარდება. პრემიერის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით 800-მდე სკოლას მოუწესრიგდება ინფრასტრუქტურა და აშენდება 80-მდე სკოლა. სამტრედიაში ამ მხრივ აქტიური პროცესები მიმდინარეობს.

სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 24 საჯარო სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე 16 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენდება 4 ახალი საჯარო სკოლა.

გერმანული ბანკის KFW დაფინანსებით მაისის თვიდან იწყება სრული რეაბილიტაცია სსიპ ქალაქ სამტრედიის N2 საჯარო სკოლის .

აპრილის ბოლოდან იწყება N1, N10 და იანეთის საჯარო სკოლის შენობების სრული რეაბილიტაცია, ხოლო N4, N9, ნაბაკევისა და ტოლების საჯარო სკოლების მშენებლობა. დეკემბრიდან გაგრძელდება N6,N7 და დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის შენობების სრული რეაბილიტაცია, გერმანული ბანკის KFW დაფინანსებით იგეგმება 16 საჯარო სკოლის შენობების სრული რეაბილიტაცია.

ახლად რეაბილიტირებული სკოლა მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორთან, თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დავით ბახტაძე -,,პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში არა ერთი სკოლის აშენება და განახლება ხდება. უახლოეს ხანში იგეგმება ტოლების ადმინისტრაციუო ერთეულში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ყველა არსებულ საჯარო სკოლაში იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება