fbpx

სამტრედიაში, მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო

ინფრატრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩხენიშში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,მეგაბილდი” ასრულებს. “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა და დასასვენებელი პარკი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გლობალ სტანდარტ მშენი” ასრულებს. პარარელურად კაპიტალური გზა ეწყობა სოფელ ჩხენიშში. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,ლატექსი” ასრულებს. ილია ნოდია, ჩხენიშის მკვიდრი-,,მუნიციპალიტატის მერს მივმართეთ გზის დაგების თხოვნით. გვიხარია, რომ ჩვენი დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა და მალე ჩხენიშში, გიგინეიშვილების უბანში ასფალტის გზა გვექნება. მადლობა ხელისუფლებას ამისთვის.” საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით სამტრედიაში, მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. ე. წ. ხდკ-ს დასახლებაში 7 მრავალბინიან კორპუსს სრულად მოუწერსრიგდება ფასადი. ამავე უბანში დაგეგმილია ცენტრალური გაჩერების და სკვერის სრული რეაბილიტაცია. სამეგრელოდან ქალაქის შემოსასვლელი ავტოსადგურის ტერიტორიამდე მოეწყობა ახალი, თანამედროვე ღობეები, რაც ქალაქის იერსახეს ფუნდამენტურად შეცვლის. დავით ბახტაძე: ,,ინფრასტრუქტურული პროქტები სამტრედიაში გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. რეკრიაციული სივრცეების მოწყობა, ბინების ფასადების მოწესრიგება, ღობეების განახლება და კიდევ ბევრი სხვა რამ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისკენაა გათვლილი. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ განახლებულ და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება