fbpx

სამტრედიაში მგზავრთა თანამედროვე ტიპის მოსაცდელები კეთდება

➡️☑️მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ გორმაღალში, დევაძეების უბანში, ხიდ-ბოგირი ეწყობა.

ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ზემო ნოღაში, ეცადეიშვილების უბანში, მეწყერისგან დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს.

ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს მოსაცდელების მოწყობა შემდეგ ლოკაციებზე – სოფ. იანეთი მე – 9 უბანი , სოფ. დაფნარისა და ოფეთის დამაკავშირებელ გზა,
ბახტაძის ქუჩა ( მემორიალის მიმდებარედ),
ა. კალაძის ქუჩა ( ერთ ჭადართან), გრიბოედოვის და ხორავას ქუჩის კვეთასთან ( ბაძგნარში).

➡️☑️მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ზაქრაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება