fbpx

სამტრედიაში, ლაშა თევზაძის N 63 კორპუსში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ბინის შიდა ეზო წესრიგდება

სამტრედიაში, ლაშა თევზაძის N 63 კორპუსში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ბინის შიდა ეზო წესრიგდება. იგება ასფალტ-ბეტონის საფარი.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ლატექსი” ასრულებს.
მიმდინარე სამუშოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა.
,, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. მოსახლეობა თავად წყვეტს თუ რაზე მიიმართოს მათთვის გამოყოფილი თანხები. ეს არის საუკეთესო გამოსავალი მოვაწესრიგოთ მრავალსართულიანი კორპუსების შიდა და გარე ინფრასტრუქტურა,” განაცხადა დავით ბახტაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება