fbpx

სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. 
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდა, ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყო სანტების საახალწლო მსვლელობა. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. 
სააღამო მუსიკალური ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“-ს კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. 
საახალწლო ღონისძიებები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, კოვიდ რეგულაციების დაცვით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება