fbpx

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე

შალვა პაპუაშვილი – მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის ,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის..’’ – ასე მიმართა პარლამენტის არჩეულმა თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და ნდობის გამოცხადებისთვის. როგორც პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტის თავჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და გუნდის წინაშე. ,,ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო.’’ შალვა პაპუაშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა კახა კუჭავას პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეული საქმიანობისათვის.შეყვანა

შალვა პაპუაშვილი: ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, პედაგოგები. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში ,,ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე.’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავჯდომარედ წარდგენის დროს. როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მიუხედავად მძიმე პერიოდისა, გუნდის ხელმძღვანელობით, მათ მოახერხეს მშვიდობის შენარჩუნება, პანდემიის რამდენიმე ტალღის გადალახვა, ქვეყნის ეკონომიკა დაუბრუნეს პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შემქნეს, მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ,,მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით – შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე, – გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა, – ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის.’’ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეობის კანიდატმა შალვა პაპუაშვილმა, ხელისუფლების მოკავშირეობისთვის და ყველა სირთულის გადალახვისთვის მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებს. ,,ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში.’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე ,,პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. ‘’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავჯდომარის არჩევის დროს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ,,ქართული ოცნების’’ გუნდის წევრობისა, ის იქნება ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. რადგან, მიუხედავად დაპირისპირებისა მათ აქვთ ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც უკავშირდება წარმატებულ საარჩევნო რეფორმას. ,,რა თქმა უნდა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირსპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის. ‘’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა წარდგენისას.შეყვანა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ,,ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავჯდომარედ არჩევის დროს. როგორც ახლად არჩეულმა პარლამენტის თავჯდომარემ განმარტა, პარლამეტს მოდევნო სამი წლის განმავლობაში მოუწევს, რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგით მუშაობა, რადგან მათ უნდა შეასრულონ გარდამტეხი როლი ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში. ,,სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში, და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.შეყვანა

შალვა პაპუაშვილი: ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! ,,ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს.’’ – ასე მიმართა პარლამენტის თავჯდომარეობის კანიდატმა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებას. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო გამორჩეულია ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ,,ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება