fbpx

სამტრედიაში გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პოექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2022 წელს, მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით და მათ საჭიროებებზე მორგებული სამასამდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივითა და დაფინანსებით სამტრედიაში მასშტაბური პროქტი ხორციელდება.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, სათადარიგო მოედანი ეწყობა. მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია, დაიგება ხელოვნური საფარი, განთავსდება ტრიბუნები, დამონტაჟდება განათება.

პროქტის განხორციელების შემდეგ სავარჯიშო-საშეჯიბრო პირობები შეიქმნება ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც სხვადასხა რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე წარმატებებით ასპარეზობენ.

აქტიურად მიმდინარეობს იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი
საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ახალი საბავშვო ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.

ახალი სკოლა შენდება ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა 300 ბავშვზეა გათვლილი.

სრული რეაბილიტაცია უტარდება, მე-2 საჯარო სკოლის შერწყმულ სკოლას ილორის დასახლებაში.

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორიგნის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან, ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტით გათვალისწინებული დეტალები განიხილა.

დავით ბახტაძე – ,,ახალ წელს, ახალი ენერგიით, ახალი შემართებით ხვდება მუნიციპალიტეტი. მიუხედავად სადღესასწაულო საზეიმო დღეებისა, სამუშაოები მიმდინარეობს ყველა იმ ლოკაციეზე, სადაც ხელშეკრულებები არის გაფორმებული და გარდამავალი პროექტები არის წარმოდგენილი. ზამთრის პერიოდის გათვალისწინებით, სამუშაოები მიმდინარეობს ამინდის ხელსაყრელი პირობების მაქსიმალური გამოყენებით.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება