ამირან კალაძის ქუჩაზე მე-5 ჩიხში კაპიტალური გზა ეწყობა, რაც ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად კალაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ინდიკო” ასრულებს


