fbpx

სამმა დედალმა ქოცმა აქტივისტმა სასამართლოში მიჩივლა – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში  გენდერულ თემებზე საუბრისას ოპონენტ ქალებს “დედალი ქოცები”უწოდა.

გადაცემის  წამყვანმა პოლიტიკოსს მიუთითა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება დისკრიმინაციული იყო, რაზეც შალვა ნათელაშვილმა უპასუხა, რომ “დედალი და მამალი ბიოლოგიური ტერმინებია.”

“სამმა დედალმა ქოცმა მიჩივლა. იღებდნენ კანონს იმის თაობაზე, რომ თუ ცოლმა უჩივლა ქმარს, რომ ერთი წლის წინ მას ეძინებოდა და ღამით შეაწუხა, დაიჭერდნენ გაუპატიურებაზე. ამაზე განვაცხადე, რომ ერი, სადაც შობადობა და ქორწინება არ არის, ითხოვს დემოგრაფიის ხელშეწყობას და არა სისხლის სამართლის კოდექსის ლოგინში შედებას. ამისთვის მიჩივლა სასამართლოში სამმა დედალმა ქოცმა აქტივისტმა,”-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წამყვანის შეკითხვაზე: “იცით, რამდენია ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუნდაც გასულ წელს?” შალვა ნათელაშვილმა უპასუხა: ახლა, ასე წავალთ, რამდენი კაცია ძალადობის მსხვერპლი? მოკლული, დაყაჩაღებული, გულგახეთქილი, რეპრესირებული. საზოგადოება თანაბრად ხდება მსხვერპლი ყველა უბედურების, რაც გვჭირს და რატომ ვყოფთ სქესობრივი ნიშნით”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares