fbpx

სამივე დაჭრილი ზურაბ ზვიადაურმა საავადმყოფოში მიიყვანა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი და­კა­ვე­ბუ­ლია, გა­მო­ძი­ე­ბა მას 27 წლის მა­მა­კა­ცის – ნი­კო­ლოზ კენ­ჭოშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა. 16 აგ­ვის­ტოს, სა­ღა­მოს, წი­ნან­დალ­ში, მუ­ხი­ა­ნის ტყე­ში ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის ძმა და მისი მე­გო­ბა­რი ML- ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ცხრი­ლეს. მოკ­ლუ­ლებს ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და და­ნით აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი. კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის გარ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მომ­ხდა­რის გამო კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვა, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა.

გუ­შინ წი­ნან­დლის ტყე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ორ­მხრი­ვი სრო­ლის შემ­დეგ, 3 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 2 კი – და­იჭ­რა. სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, ცხედ­რე­ბი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გვი­ან ღა­მით გურ­ჯა­ა­ნის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. რო­გორც კლი­ნი­კა­ში ამ­ბო­ბენ, სა­მი­ვე მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეყ­ვა­ნი­სას უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. მათ სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­დათ. და­ნარ­ჩე­ნი 2 დაჭ­რი­ლი კი ყამ­ბა­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია:

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წი­ნან­დალ­თან მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ზ. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამა­ვე ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 16 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წი­ნან­დლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე პირს შო­რის ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, 1971 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ვა­სილ ცო­ცხა­ლაშ­ვილ­მა ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლი ჯ.ჯ.-ის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც ამა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მხრი­დან, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სა­პა­სუ­ხო სრო­ლა მოჰ­ყვა.

ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლის შე­დე­გად ოთხი პირი: 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ. და 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.შ. და­იჭ­რა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი და ზვი­ა­და­უ­რი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დგინ­დე­ბა, რომ მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ­მა ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მაც, რა დრო­საც სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კენ­ჭოშ­ვი­ლი. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღე­ბი – “სტე­ჩკი­ნის” ტი­პის პის­ტო­ლე­ტი და “სა­ი­გას” ტი­პის ნა­ხევ­რა­დავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”.

თვითმხილველები ყვებიან-“მუ­ხი­ა­ნის ტყე­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­და­პირ­ვე­ლად მუ­შებს შო­რის და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა. ახ­მე­ტე­ლი მუშა უცე­მი­ათ, რო­მელ­მაც და­სახ­მა­რებ­ლად ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რის მხა­რეს და­უ­რე­კა. საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად ზვი­ა­და­უ­რე­ბი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ასუ­ლან. მათ მუ­შებს მი­უ­თი­თეს, რომ ტე­რი­ტო­რია და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, რა­საც მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა, შემ­დეგ კი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, პირ­ველ­მა ცე­ცხლი ზვი­ა­და­უ­რის მე­გო­ბარ­მა ვა­სილ ცო­ცხა­ლაშ­ვილ­მა გახ­სნა მუ­შე­ბის მი­სა­მარ­თით. მე­ო­რე მხრი­დან ნიკა კენ­ჭოშ­ვილ­მა ის­რო­ლა და ორი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა (ზვი­ა­და­უ­რი და ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი), ორი კი დაჭ­რა. ამის შემ­დეგ გახ­სნა ცე­ცხლი ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა კენ­ჭოშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით. სა­მი­ვე დაჭ­რი­ლი, მათ შო­რის ისიც, ვი­საც თვი­თონ ეს­რო­ლა, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა ჩა­ის­ვა მან­ქა­ნა­ში, თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნა და შემ­დეგ პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და“, – ამ­ბობს წყა­რო.

“გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან ორი, ზვი­ა­და­უ­რი და ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი ახ­მე­ტე­ლე­ბი არი­ან, მე­სა­მე გარ­დაც­ვლი­ლი ვინ არის, არ ვიცი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ო­რე მხა­რეა, არ ვიცი ზუს­ტად. ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი, 4 შვი­ლის მამა იყო, მისი მე­გო­ბა­რია ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი, მას ერთი შვი­ლი დარ­ჩა. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია, დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და”, – გა­ნა­ცხა­და  ახ­მე­ტა­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გელა ჯუ­გაშ­ვილ­მა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება