fbpx

დიდგორის ქუჩის II შესახვევის მოწესრიგება სრულდება

დიდგორის ქუჩის II შესახვევის მოწესრიგება სრულდება

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩის II შესახვევში საგზაო
სამუშაოები სრულდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და
მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის
ორფენიანი საფარი მოეწყობა. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენის
დაგება მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და
ადგილობრივ მცხოვრებლებს გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდათ. პროექტის
დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.
სამუშაოებისთვის, რომელსაც შპს “ლ. ენდ ლ” აწარმოებს, საბურთალოს გამგეობის
ბიუჯეტიდან 130 000 ლარია გამოყოფილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება