fbpx

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლები უვნებლები და თავისუფლები არიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად მძევლად აყვანილი პირები თავისუფლები არიან.

“გათავისუფლებული ვართ, სამივე სამშვიდობოზე ვართ, კარგად ვგრძნობთ თავს. გამოგვიშვა, თვითონ წავიდა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოგვიშვა. ღამე იყო და არ ვიცი რა ადგილას გამოგვიშვა. მანქანაში კარგად იქცეოდა, არანაირი მუქარა არ ყოფილა, ჰუმანურად იქცეოდა,”- უთხრა “კურიერს” სატელეფონი საუბრისას ლაშა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. მათ შორის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა იყო. გავრცელებული ცნობით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა, გალდავამ მიიტანა.

გაუზიარე!

Shares