fbpx

თავდამსხმელი მძევლებთან ერთად უმისამართოდ გადაადგილდება – ბოლო ინფორმაცია ზუგდიდიდან

შეიარაღებული თავდამსხმელი მძევლებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გარკვეულ პერიმეტრზე უმისამართოდ გადაადგილდება. პოლიციის პიკაპი, სადაც ის იმყოფება ადგილობრივებმა რამდენიმე სოფელში ნახეს

ბოროტმოქმედი ერთსა და იმავე ტერიტორიაზე უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა. მძევლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მასთან მიახლოება, როგორც ჩანს, ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა დევნის ოპერაცია გრძელდება და თავდამსხმელი სამართალდამცველების კონტროლის არეალშია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში ბანკზე თავდასხმიდან თითქმის 8 საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მოლაპარაკებების შედეგად იქ მყოფი მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და თავად ადგილი პოლიციის ავტომობილით, სამ მძევალთან ერთად დატოვა. მძევლებს შორისაა სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა. თავდამსხმელს ხელში, სავარაუდოდ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი ხელყუმბარა უჭირავს.

გაუზიარე!

Shares