fbpx

სამგორის რაიონში 31-ე ქარხანასთან, სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამგორის რაიონში 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
№162-ის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 12
800 კვ. მ-ის ფართობი კეთილმოეწყობა. ახალ სკვერში განთავსდება საბავშვო
მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები.
საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება
გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია
დამცავი ღობით შემოიფარგლება. ამასთან, სკვერისთვის განკუთვნილ
ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი
მოედანი. სამუშაოებისთვის, რომელსაც გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს
„ალგე ჯგუფი“ ასრულებს, ბიუჯეტიდან 1 208 533 ლარი გამოიყო. პროექტის
მიმდინარეობას ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე,
მოადგილე, სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება