fbpx

სამართლებრივი მხარე სასჯელის გადავადებას, მისი პოლიტიკიდან წასვლის ან პოლიტიკაში დარჩენის გამო არ ითვალისწინებს-ანრი ოხანაშვილი

სამართლებრივი მხარე სასჯელის გადავადებას, პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას მისი პოლიტიკიდან წასვლის ან პოლიტიკაში დარჩენის გამო არ ითვალისწინებს, – ამ განცხადებით გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს, რომლის ინფორმაციით, სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის.

ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკური მსჯელობა, პოლიტიკური განცხადებები არის ერთი მოცემულობა და მას სამართლებრივ მხარესთან არავითარი კავშირი არა აქვს.

“ყველა შესაბამისი უწყება იმ სამართლებრივი პროცედურებით იმოქმედებს, რაც არის განსაზღვრული. არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადების გამო რაიმე გადაიხედოს. ყველა კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ასე რომ დაველოდოთ პროცესებს. ამ შემთხვევაში პოლიტიკური განცხადებები ვერ ქმნის და იურიდიული თვალსაზრისით არავითარი ობიექტური საფუძვლის შექმნა არ შეუძლია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება