fbpx

მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს კონკრეტული ძალა, მათ შორის დასავლეთში, რომელიც ცდილობს, საქართველოში იყოს „მეორე ფრონტი“

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს კონკრეტული ძალა, მათ შორის დასავლეთში, რომელიც ცდილობს, საქართველოში იყოს „მეორე ფრონტი“.

მამუკა მდინარაძე დედაქალაქში გავრცელებულ ბანერებს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ “რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“.

მისი თქმით, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები „თავის მართლებას ცდილობენ“.

„ჩვენი მხრიდანაც ხშირია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები თუ კონკრეტული ძალა, მათ შორის დასავლეთში, რომელიც ცდილობს, საქართველო იყოს „მეორე ფრონტი“. სხვა შემთხვევაში, შემთხვევითობას ვერ მივაწერდით მაგალითად, 308 დეპუტატის მხარდაჭერას იმ რეზოლუციის მიმართ, რომელიც მთლიანად „ფეიკზე“ იყო აგებული. აქაც რომ არავინ შეძლოს სპეკულირება, იმ 308 დეპუტატს კი არ ვაბრალებ, არსებობს კონკრეტული, სერიოზული ძალა, რომელიც შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციასაც კი მეორეხარისხოვან ადგილზე აყენებს, ოღონდ დიდი ინტერესი აღსრულდეს, რომელიც ყველამ იცით, რაში მდგომარეობს“,-განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, როდესაც არასამთავრობოები „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერით ამბობენ, რომ დასავლეთს ომი არ უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი პირიქით იფიქრებს.

„მათ განაზოგადეს და დასავლეთის სახელით საუბრობდნენ, ამავდროულად, არათუ ემიჯებოდნენ, არამედ ირიბად და ხანდახან, პირდაპირაც, ომის მოწოდებებს უერთდებოდნენ. ახლა ისევ დასავლეთს ამოფარებულები, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ ომის პროპაგანდის ნაწილში, თავის მართლებას ცდილობენ. უცნაური ამბავი ის მოხდა, რომ მათ თავი სამართლებელი გაუხდათ. როდესაც ისინი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერით ამბობენ, რომ დასავლეთს ომი არ უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამის გამო პირიქით იფიქრებს, ცოტა გაუფრთხილდნენ ამ ყველაფერს.

როდესაც „ნაცმოძრაობა“ რაღაცას ამტკიცებს, ადამიანები საპირისპიროს ფიქრობენ, ამიტომ, თვითონ ნუ დააყენებენ ისეთ მოცემულობას, რა ფრაზაც არასდროს არ გაუხმოვანებიათ. თვითონ იმართლებენ თავს და თან დასავლეთის სახელით არავინ ეკითხებათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბანერები გამოჩნდა, წარწერით „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. ბანერების ავტორია „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება