fbpx

საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება-უგულავა ელისაშვილზე

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ალეკო ელისაშვილზე საუბრისას, გადაცემაში „დღის სტუმარი“ განაცხადა:

„არ მესმის, დღეს რომ პრინციპულ მიუღებლობაზე საუბრობს თუნდაც “ევროპული საქართველოს” მიმართ, ორი ადგილით პრინციპულად მისაღები ვიქნებოდით? ძალიან ვწუხვარ, რომ მისი საუბრის 2/3 ოპოზიციის ლანძღვას ეძღვნება. არ ვურჩევდი ამას. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არარაციონალურად იქცევა და დათვურ სამსახურს უწევს “ქართულ ოცნებას”. იმედი მაქვს, ეს შეგნებულად არ კეთდება. 

ეს მის სინდისზე იყოს, მისი არჩევანი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს. დანარჩენი, მასზე საუბარს არ ვაპირებ, ისევე როგორც არ ვთვლი საჭიროდ ოპოზიციის ერთმანეთში ზედმეტ კინკლაობას. საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი

გაუზიარე!

Shares