fbpx

პუტინმა ცალკე ოთახში გამიყვანა, მუხლებში ფრჩხილები ჩამასო -მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პუტინთან შეხვედრა გაიხსენა ცალკე ოთახში. მის სიტყვებს გამოცემა „გორდონი“ აქვეყნებს.

სააკაშვილის თქმით, რუსეთის ლიდერთან საუბარი მინსკში, თანამეგობრობის ქვეყნების სამიტზე 2006 წელს შედგა

„პუტინმა რაღაც ცალკე ოთახში გამიყვანა, მუხლებში ფრჩხილები ჩამასო – საუბარი თვალი თვალში გაყრით მიდიოდა – და ომით დამემუქრა“ – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი და განმარტავს, რომ მაშინ მისი თანამოსაუბრე „არ ხუმრობდა“.

დღესვე, 23 ივნისს, მოგვიანებით დიმიტრი გორდონის youtube-არხზე სააკაშვილთან ინტერვიუს სრული ჩანაწერი გამოქვეყნდება.

გაუზიარე!

Shares