fbpx

საკუთარ დანაშაულს სხვას აბრალებს. მისი სახელოვანი ლიდერები გამოენთნენ პარტიულ ტელევიზიებში და ქმნიან ილუზიას, თითქოს საერთაშორისო თაღლითურ სქემაში გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას ხედავენ-ზურა ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე-ენმ-ს: საკუთარ დანაშაულს სხვას აბრალებს. მისი სახელოვანი ლიდერები გამოენთნენ პარტიულ ტელევიზიებში და ქმნიან ილუზიას, თითქოს საერთაშორისო თაღლითურ სქემაში გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას ხედავენ „მსოფლიო მასშტაბით 21 ქვეყნის ათეულობით ჟურნალისტმა გამოავლინა და გააშუქა საერთაშორისო თაღლითური სქემა. სწორედ მათი საშუალებით გამოვლინდა არა ერთი ინფორმატორი და მოწმე, რომელთაც სქემის ორგანიზატორებამდე მიიყვანეს საერთაშორისო გამოძიება. საქართველოშიც ქართულ-გერმანულ ერთობლივი, ოპერაციის შედეგად დაკავებულია რამდენიმე დამნაშავე. ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სხვა დამნაშავეების გამოსავლენად.“-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც ქოლ-ცენტრების საქმეს ეხმიანება. მისი თქმით საერთაშორისო თაღლითური სქემა გამოვლენილია და კონკრეტულ დამნაშავე პირებამდე მივიდა. კეზერაშვილმაც აამოქმედა საკუთარი ჯიბის მედიები და ცდილობს საზოგადოების მოტყუებას. “საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა” -უთქვამს მავანს…ეს პირდაპირ გაუგია ნაც-მოძრაობას და საკუთარ დანაშაულს სხვას აბრალებს. მისი სახელოვანი ლიდერები გამოენთნენ პარტიულ ტელევიზიებში და ქმნიან ილუზიას, თითქოს საერთაშორისო თაღლითურ სქემაში გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას ხედავენ… ნეტა რატომ?! 1. მსოფლიო მასშტაბით 21 ქვეყნის ათეულობით ჟურნალისტმა გამოავლინა და გააშუქა საერთაშორისო თაღლითური სქემა. სწორედ მათი საშუალებით გამოვლინდა არა ერთი ინფორმატორი და მოწმე, რომელთაც სქემის ორგანიზატორებამდე მიიყვანეს საერთაშორისო გამოძიება. საქართველოშიც ქართულ-გერმანულ ერთობლივი, ოპერაციის შედეგად დაკავებულია რამდენიმე დამნაშავე. ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სხვა დამნაშავეების გამოსავლენად. 2. კომპანია “morgan limited” ოპერირებს საქართველოში, როგორც ქოლ-ცენტრი, თუმცა მოქმედებს თაღლითური სქემით: -სხვადასხვა ქვეყანაში არჩეული ჰყავთ მიზნობრივი ჯგუფები(ძირითადად საპენსიო ასაკის, დანაზოგების მქონე მოქალაქეები) და ინვესტიციებს ახორციელებინებენ ფიქტიურ პროდუქციაში.(არარსებული კრიპტო ვალუტები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ.) ანუ ხდება თანხების გამოძალვა, რომელიც საბოლოოდ ხვდება ოფშორში არსებულ კომპანიების ანგარიშებზე და მოქალაქეები კი კოტრდებიან. 3. საქართველოში არსებული “morgan limited” არის უკრაინაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაცია “milton group”-ის წარმომადგენელი. სწორედ “milton group”-ია საერთაშორისო თაღლითური სქემის ორგანიზატორი. ამ ორგანიზაციის “რუხ კარდინალად” გამოძიებით დადგინდა, რომ არის საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა. ბატონი თოდუა წლებია ესწრება და ახლაც მონაწილეობას იღებს “milton group”-ის სხვა და სხვა საზეიმო, საინფორმაციო, თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში. აღნიშნული კომპანია მდებარეობს კიევში პლაზა “მანდარინის” ოფისში, სადაც განთავსებულია უძრავი ქონების კომპანია “project partners”,რომლის მფლობელები არიან დავით თოდუა და დავით კეზერაშვილი. კომპანიის ხელმძღვანელი კი გახლავთ იუსტიციის ყოფილი მინისტრის მოადგილე გია გეწაძე. “Project partners”-ის მფლობელობაშია ორგანიზაცია “elitcomfortbad”,რომლის მეწილე გახლავთ პეტრე ცისკარიშვილი. მოკლედ რა ხდება სინამდვილეში…საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი კორუფციონერი და ელიტური კორუფციის ფუძემდებელი კეზერაშვილი აფინანსებს ე.წ “ანტიკორუფციულ ბიუროს”, რომელსაც ხელმძღვანელობს ნაც-მოძრაობის კლოუნადის გამორჩეული სახე ხაბეიშვილი, რომელიც არაერთ პოლიტიკურ თაღლითობაშია შემჩნეული. P.S საერთაშორისო თაღლითური სქემა გამოვლენილია და კონკრეტულ დამნაშავე პირებამდე მივიდა…კეზერაშვილმაც აამოქმედა საკუთარი ჯიბის მედიები და ცდილობს “გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო”_ს პრინციპით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, თუმცა “ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო” და ხაბეიშვილის კლოუნადა ვერ უშველის მას.“- წერს ქადაგიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება