fbpx

პრემიერ-მინისტრმა „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის შესწავლის მიზნით საგამოძიებო სამსახურს სამუშაო ჯგუფი შექმნა დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, “თელმიკოს” მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთოს, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის შესწავლის მიზნით კი, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში ისმის მოსახლეობის ჩივილები აღნიშნულ საკითხზე და სრული სურათის დასადგენად, მიიღო გადაწყვეტილება, პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს შემოწმების შედეგი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება