fbpx

„საერთო გაზეთის“ რედაქცია სიამოვნებით უერთდება ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას შესანიშნავ ინიციატივას, რომ დიდი მეცენატსა და ქველმოქმედს, ბიძინა ივანიშვილს მიენიჭოს ღირსების ორდენი

თამამად შეგვიძლია ვთქვათ: საქართველოს 2000 ოფიციალური მოღალატე ჰყავს

ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ქართველი მეცენატისა და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
პეტიციის ხელმომწერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპარლამენტს მოუწოდებენ: „დაუწესონ სანქციები რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეხმარება რუსეთს, თავი აარიდოს პუტინის რეჟიმისთვის დაწესებულ სანქციებს და ქვეყანას რუსეთის სატელიტად ქცევის საშიშროების წინაშე აყენებს. ამის საპირისპიროდ, ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგულია და ერთსულოვნად მხარს უჭერს უკრაინას.
შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების მიერ გამოაშკარავებული პუტინის გეგმა, შეცვალოს უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და დააყენოს მისი მარიონეტი, ახალი არ არის. ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი და „გაზპრომის“ აქციონერი, მართავს საქართველოს თავისი მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით, რომლებიც თანამდებობებს ინარჩუნებენ არჩევნების შედეგების უხეშად გაყალბებითა და პროტესტის ძალადობრივი ჩახშობით. საზოგადოების განწყობას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მჭიდრო საქმიანი და პოლიტიკური კავშირები აქვს რუსეთთან, არის, ფაქტობრივად, საქართველოს ერთპიროვნული მმართველი და გადაწყვეტილებების მიმღები. ოლიგარქი ივანიშვილი არა მხოლოდ პოლიტიკურად არის დაკავშირებული რუსეთთან, არამედ მას ვალდებულებებიც აქვს რუსეთის წინაშე, ვინაიდან მთელი მისი სიმდიდრე რუსეთთანაა გადაჯაჭვული. შედეგად, არსებობს დიდი საფრთხე, რომ საქართველო უკანონო ფინანსური და ეკონომიკური ტრანსაქციების კერად იქცეს.
პეტიციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, „საქართველოს ღიად პრორუსულმა მთავრობამ“ გადადგა ნაბიჯები პუტინის რეჟიმის მხარდასაჭერად:
არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს;
არ ჩაუკეტა ცა რუსეთის თვითმფრინავებს;
უკრაინელი ლტოლვილების დახმარება მან მთლიანად სამოქალაქო სექტორს და მოხალისეებს გადააბარა და ჯერჯერობით ამ კუთხით არანაირი გეგმა არა აქვს;
არ შემოუშვა უკრაინული თვითმფრინავი, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა;
არ პასუხობს ქართველი მოქალაქეების ხმამაღალ მოთხოვნას, გააუქმოს ცალმხრივი უვიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის და იმოქმედოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე; (მთავრობა უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ის მოქალაქეები, ვინც რუსეთიდან ადამიანების მასობრივი შემოდინების წინააღმდეგია, შოვინისტია და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეწევა. ის დაემუქრა მოქალაქეებს მოქმედი კანონის გამკაცრებით).
აგრძელებს პოლიტიკურ შურისძიებას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, უკრაინის მოქალაქეზე, ზელენსკის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეზე, მიხეილ სააკაშვილზე. პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი არის არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის მსხვერპლი.
საქართველოს მთავრობამ დაუშვა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება, რომლებიც ჩამოსვლისთანავე არეგისტრირებენ კომპანიებს. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა რუსეთში აკრძალული ოპოზიციური ტელეარხის, „დოჟდის“ ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლაზე.
გაცხადდა ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნა. თუ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, შელახავს ჩვენს მეგობრობას უკრაინასთან, ჩვენს სანდოობასა და ჩვენს მომავალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვსურს შევცვალოთ საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალი გზა, მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპარლამენტარებს, დაუწესონ სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც სრულად აკონტროლებს მთავრობის სამივე შტოს, ასევე, მის თანამონაწილეებს, მათ შორის, და არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს“. _ ნათქვამია „პეტიციაში“, რომელიც, დამეთანხმებით, პეტიცია კი არა ღია „დანოსია“ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ.
პეტიციას ხელს 2000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. ხელმომწერებს შორის არიან ქართული საზოგადოების გარკვეული წევრები, ფსევდო-პროფესორები და ნაცაკადემიკოსები, ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვიცით, ვინ უთხრის ძირს ჩვენს ქვეყანას, ვინ არიან და რამდენი არიან.
დიახ, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს არსებობას საფრთხეს უქმნის 2000 მოღალატე, 2000 მტერი და ისინი უკვე სრულად იდენტიფიცირებულნი გახლავან. მათ თავად გათქვეს თავიანთი თავი და უტიფრად დადგნენ მტრის მხარეს ქვეყნის დასაღუპად და გასანადგურებლად.
გუშინ ერთმა მკითხველმა დამირეკა: ბიძიკოო, შენო, გურული ხარო და ისეთი კუთხის შვილი ხარ, არ გაქვს უფლება, ქვეყანა არ გიყვარდესო, ბევრი კარგი ქართველი აჩუქა გურიამ საქართველოს, მათ შორის არის ვასილ მჟავანაძე, ერთი გაცვეთილი ჩემოდნით რომ ჩამოვიდა თბილისში, იშრომა და იღვაწა ჩვენი ქვეყნისთვის და ვალმოხდილი, პატიოსნად, „ერთი ჩემოდნით“ წავიდა ამ ქვეყნიდანო.
დავფიქრდი ამაზე. წარმოვიდგინე ჩვენი წინაპრები, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული, ამ წუთისოფლიდან გასული ადამიანები, მერწმუნეთ, წამით თვალწინ ჩამიარეს ყველამ და გამაჟრჟოლა: რას ვეტყვით ჩვენ ახლა მათ, იმ პატრიოტ ქართველ კაცებს და ქალებს: საქართველო სავსეა გველის ბუნებიანი, პატარა, ცივგულიანი არსებებით, ძირს რომ უთხრიან თქვენი სისხლით და ოფლით მორწყულ ამ ერთი მუჭა ქვეყანას, ჩვენ კი გულხელდაკრეფილი ვართ და ხელში გვადნება საქართველოო?
სამწუხაროდ, ჯერჯერობით, სხვა არაფერი გვექნება სათქმელი…
ამ ძნელბედობაში ერთი კაცი გამოგვიჩნდა საქართველოში სიკეთის მკეთებელი და იმის ნაკეთებ სიკეთესაც წყალში ყრიან, აუფასურებენ, ვირო მადლიო, რა გაუკეთებიაო, ფული რატომ არ ჩამოგვირიგა ყველასო, რატომ არის თვითონ შეძლებული და რატომ არ მაქვს მეც მასავით ბევრიო, ჭაბუა ამირეჯიბის კიკუსავით საწყლები _ ფული, ბაბაია, ფული, ბევრი ფულიო…
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ 2012 წლიდან დაწყებული ბრძოლა ძალაშია და ეს ბრძოლა არ დამთავრდება, სანამ აქაურობას არ გაანადგურებენ ეს ავაზაკები.
2012 წელს საქართველო გათავისუფლდა ბოლშევიკურ-სიონისტური მმართველობის მრავალწახნაგიანი საცეცების ერთი რგოლისგან, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია და თუ კიდევ დაბრუნდა ჩვენი ქვეყანა სახელშეცვლილი და ახალი სახეებით ჩანაცვლებული შინაური მტარვალების ხელში, დასასრული სწორედ მაშინ დადგება.
ვინ დაარმარცხებს საქართველოს და ისევ ქართველი, სხვა მას ვერაფერს დააკლებსო, ხომ გსმენიათ და ასეცაა.
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ნაციონალები ევროპარლამენტარებს, აშშ-ის მაღალი პოლიტიკური წრეების პოლიტიკოსებს და საფინანსო ინსტიტუციებს იყენებენ, მათ შორის არის „კრედიტ სუისი“, რომლის წინააღმდეგ კარგა ხანი აწარმოებდა ბიძინა ივანიშვილი გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას.
არაერთხელ წამოსცდენია შეგნებულად თუ შეუგნებლად ე.წ. ოპოზიციას: ბიძინა ივანიშვილის ქონება დაყადაღდესო. როგორც ამბობენ ხოლმე ასეთ დროს, ფაქტი ჯიუტია _ მათ სურდათ ბიძინა ივანიშვილისთვის სამართლებრივი დავა მოეგო „კრედიტ სუისს“, ივანიშვილისთვის დაეწესებინათ სანქციები, გაეყინათ ანგარიშები, გაეკოტრებინათ, მისი ქონება ხელში ჩააეგდოთ და თავად ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან გაეძევებინათ.
ახლახან ახლადშექმნილ, სკადალურ პოლიტიკურ შოუებზე ორიენტირებულ ერთ ტელევიზიაში ჩართვის დროს კუპრავა რომ არის, ნაციონალი, სახელი არ მახსოვს, იმან, პირდაპირ თქვა ეთერში: ბიძინა ივანიშვილს ქონება უნდა ჩამოვართვათ და ხალხს უნდა გადავცეთო.
მეგონა მომეყურა.
ისტორიის მასწავლებლის, ცხონებული კარლო მამალაძის გაკვეთილზე მეგონა თავი, მე-20 ს.-ის დასაწყისის ბოლშევიკური რევოლუციის, განკულაკებისა და ქონების კონფისკაციის ამბებს რომ გვიყვებოდა.


ნაციონალური ხელისუფლების ხელწერა, მათი ქმედებები, დაფინანსების წყაროები, სისასტიკე, ულმობელობა, იდეოლოგიური თანხვედრა, თითქმის იდენტურია ბოლშევიკების ხელწერის.
დღეს კი ეს ადამიანები გვაყვედრიან თავს, ჩვენ მივდივართ „შინ, ევროპისკენ!“ თქვენ კი რუსეთუმეები ხართ, ხოლო ქართველი ქველმოქმედი ივანიშვილი რუსი ოლიგარქიაო.
როგორც რუსეთის ბოლშევიკური რევოლუცია იყო დაფინანსებული, რუსეთში არსებული დესტაბილიზაციის კერებიდან და დასავლური ფინანსური წყაროებიდან, ასევე იყო და არიან „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები და ვითომ ტელევიზიები დაფინანსებული და წაქეზებული, როგორც რუსული, ასევე დასავლური ძალებიდან და ეს არაერთხელ დამტკიცდა.
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მავანთათვის უცნობი იდეოლოგიის და მიმართულების ბრმად მორწმუნე-მქადაგებლებმა, ვითომ ევროპელებმა, საზოგადოების გარკვეული მასა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, მომავლის და პროგრესის ნაცვლად, გაუცნობიერებლად გადაიყვანეს ძველ, დამყაყებულ კომუნისტურ რწმენაზე, ათეიზმზე და მარქსისა და ენგელსის მოძღვრების ძირითად არსზე _ ისტორიულ მატერიალიზმზე, ანუ კლასთა ბრძოლის თეორიაზე, რომელიც არა მხოლოდ სოციალურ კლასებს გულისხმობს, არამედ ასაკობრივ და გენდერულ დისკრიმინაციასაც და „ცისფერების რევოლუციას“ პროგრესულ მოვლენად მიიჩნევს…
აი, ამ მოღალატე, ნაცფაშისტ-ნეობოლშევიკებს სურთ ივანიშვილი გააკოტრონ და საქართველოდან გააძევონ, აი, ამიტომაა პრინციპული საკითხი ბიძინა ივანიშვილის დაცვა და ამიტომ გადის ზღვარი მის დაცვასა და საქართველოს გადარჩენაზე…

ირანდა კალანდაძე

რედაქციისაგან:
ასეთი შემაძრწუნებელი, სულმდაბლური, ზიზღითა და სიძულვილით გაჟღენთილი რამ, ვიდრე ეს პეტიციაა, 37-იანი წლების რეპრესიების ამსახველ არქივებში თუ გვინახავს.
ეს არის ფსკერზე დაშვებული, ყოველგვარი ზნეობრივი, მორალური ნორმებისგან დაცლილი ადამიანების ნამოქმედარი, შემზარავი, თავისი სისასტიკით, გონებაჩლუნგობით, უტიფრობით და ურცხვობით.
2000 „დანოსჩიკი“ მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებასთანა სმენს და ცრუ ბრლადებებს უყენებს ადამიანს, რომელსაც უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული.
ეს 2000 „დანოსჩიკი“, 2000 „სტუკაჩი“, ეს 2000 ეჟოვი და იაგოდა, ვერ აცნობიერებს, რომ ბიძინა ივანიშვილს კი არ ასმენენ, არამედ, პირველ რიგში, საკუთარ სამშობლოს, ეს უსამშობლოები, ასმენენ ქართველ ხალხს და, ფაქოტბრივად, მის დასჯას, მისთვის დამატებით უმძიმესი პრობლემების შემქნას მოითხოვენ.
ამ 2000 „დანოსჩიკიდან“ ზოგი პროფესორია, ზოგი მწერალი, ზოგი – მხატვარი, ზოგიც მუსიკოსი და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმოამადგენელი.
მაგრამ რა აზრი და ფასი აქვს მათ „ტიტულებს“ _ მთვარი ის არის, რომ მათ ყველას ერთი საერთო სახელი აქვს _ მოღალატე.
ისინი სწორედ ამ სახელით შევლენ საქართველოს ისტორიაში, ისე, რომ მათი პროფესორობა და მწერლობა არავის გაახსენდება.
საქართველომ უნდა იცოდეს თითოეული მათგანის გვარი და სახელი და მოღალატეთა იმ სიას მიამატოს, რომელიც უცებ 2000 კაცით გამრავლდა.
ვახტანგ ხარჩილავა,
„საერთო გაზეთის“ მთავარი რედაქტორი, მწერალი


მე, ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო „იქსნიუსის“ რედაქტორი ნინო ჯღარკავა, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, დიდ ერისკაცს, ქველმოქმედს და ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილს, ბიძინა ივანიშვილს მიანიჭოს ღირსების ორდენი, ვისაც სურვილი აქვს შემომიერთდეს და მივმართოთ პრეზიდენტს ხელმოწერებით.
პატივისცემით
ნინო ჯღარკავა
ჟურნალისტი


„საერთო გაზეთის“ რედაქცია სიამოვნებით უერთდება ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას შესანიშნავ ინიციატივას, რომ დიდი მეცენატსა და ქველმოქმედს, ბიძინა ივანიშვილს მიენიჭოს ღირსების ორდენი.
ეს ის საქმეა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა საქართველოს!
„საერთო გაზეთის“ რედაქცია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება