fbpx

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს წარმომადგენლობა თავადაა გაუმჭვირვალე – ცენტრალური ოფისი ამბობს, რომ, კორუფციის აღქმის ინდექსით, ქვეყანა ოცეულშია და წინსვლა გვაქვს, საქართველოს წარმომადგენლობაში კი ამბობენ, რომ ყველაფერი უკან მიდის

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს წარმომადგენლობა თავად არის გაუმჭვირვალე – არაობიექტურ ინფორმაციებს ავრცელებს, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად.

მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილობრივი წარმომადგენლები ცენტრალური ოფისის მონაცემებს აყალბებენ.

„საქართველო, კორუფციის აღქმის ინდექსით, პირველ ოცეულშია და NATO-სა და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც უსწრებს. როგორ უნდა იყო დაბოღმილი, რომ ეს მონაცემები გააყალბო? ცენტრალური ოფისის მონაცემებით, საქართველო ოცეულშია და წინ მიდის, საქართველოს წარმომადგენლობაში კი ამბობენ, რომ ყველაფერი უკან მიდის. მაშინ, როდესაც ეს წარმომადგენლობა ანტიკორუფციული ბიუროს შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების განცხადებების განხილვის დროს, ერთ-ერთი წევრია, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი „ობიექტურები“ იქნებიან?!“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება