fbpx

რადიკალებს ძალიან ეწყინათ, რომ საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსით საუკეთესო ოცეულშია – მათთვის ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც მტკივნეულია, რადგან ეს საქართველოს კიდევ უფრო დაწინაურებას შეუწყობს ხელს

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და საქმიანობა საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის დაწინაურებას შეუწყობს ხელს, რაც რადიკალური ოპოზიციისთვის „ძალიან მტკივნეულია“.

„რადიკალურ ოპოზიციას ძალიან ეწყინა, რომ საქართველო, კორუფციის აღქმის ინდექსით, საუკეთესო ოცეულშია და NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს უსწრებს. მათთვის ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და საქმიანობაც მტკივნეულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს ბიურო ხელს შეუწყობს ჩვენს დაწინაურებას იმ ინდექსებში, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყანა პირველ ოცეულშია“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ აპლიკანტების განცხადებები უკვე განიხილა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება