fbpx

საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სროლებია,არის მსხვერპლი

მოქალაქე ლეილა ოტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს-წარმოუდგენელი ტერორისტული აქტი ხდება საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.ერთ-ერთ კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი,რომელიც რამოდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად.მოკლულია 1 პოლიციელი.2 უმძიმეს მდგომარეობაშია.კორპუსის ეზოში 3 გვამი გდია,რომელიც ვერ გამოაქვთ,ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას.პოლიცია მობილიზირებულია ,მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა.მოჰყავთ ბევრი დაჭრილი.სამედიცინო პერსონალი შოკში ვართ, სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმის.პროგნოზის გაკეთება ძნელია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება