fbpx

ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკავა სამხრეთ კავკასიის თემატიკაზე წამოჭრილ დებატებში- დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის ,, წევრი ,ექსპერტი დავით ქართველიშვილი -შარშანდელი დავოსის ეკონომიკური ფორუმისა არ იყოს, წელსაც, დღეს – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკავა სამხრეთ კავკასიის თემატიკაზე წამოჭრილ დებატებში. ნიშანდობლივი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასება, რომელმაც საქართველოს და მის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ორმხვრივ (სომხეთი-აზერბაიჯანი) მოლაპარაკებებში მედიატორის როლის შესრულებისთვის.

საინტერესო იყო იმ მოცულობების გაზრდაზე საუბარი, სადაც „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ტვირთბრუნვა, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, არსებული 25 მილიონი ტონიდან შეიძლება სულ მცირე პერიოდში – 48 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიო საინვესტიციო ფონდს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 49%-იანი პაკეტი ელოდება თავის პოტენციურ ინვესტორს.

დავოსში წარმართულ დისკუსიაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, საქართველოზე – როგორც ნავთობის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, “მწვანე” ენერგიის, ინტერნეტის – სატრანზიტო გამტარი დერეფნის წამყვან მოთამაშეზე. ამ თემებზე დისკუსიაში მონაწილე თურქეთის ლობისტმა კერძო კომპანიის წარმომადგენელმა და ევროკომისარმა ჰანმა (ავსტრია) – საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, აშკარად დაუთმეს აღნიშნულ თემატიკაში ლიდერების თანამომხსენებელთა როლი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ტრადიციულად სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცენტრალური და წამყვანი ადგილი – საქართველოს ეკავა და სამწუხაროდ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანისა და საქართველოს გვერდში – მსოფლიომ სომხეთი ვერ იხილა“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება