fbpx

საბურთალოს რაიონში წყალარინების ქსელის მოწესრიგება მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირი N39, N35, N34, ბუდაპეშტის ქუჩა N
3ბ და გამრეკელის ქუჩა N1 კორპუსების ამორტიზებული კომუნიკაციების
რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მილები და ჭები. აღნიშნულ
მისამართებზე წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა კომუნიკაციები.
პროექტის განხორციელების შემდეგ კი, კორპუსების მცხოვრებლებს არსებული
პრობლემა მოუგვარდებათ.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე
გაეცნო.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის
ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს, რისთვისაც ჯამში, 415 092
ლარია გამოყოფილი. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების
ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და
საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება