fbpx

ბავშვზე მორგებული ქალაქის სამოქმედო გეგმის განხილვა

თბილისის მერიამ გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef), მხარდაჭერით მოზარდებთან
„ბავშვზე მორგებული ქალაქის“ თბილისის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით
კონსულტაცია ჩაატარა. ღონისძიება ნაძალადევის მედიათეკაში გაიმართა.
სამოქმედო გეგმის ირგვლივ მოზარდთა ჩართულობით დისკუსია უკვე მეორედ
იმართება. პირველ მარტს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კონცეფციაზე 14-15 წლის
მოზარდებმა იმსჯელეს, დღეს კი საკითხი 16-17 წლის ასაკის ბავშვებმა განიხილეს.
ბავშვებთან კონსულტაციები უკვე ჩატარდა ქუთაისსა და ბათუმში. ბავშვებთან
კონსულტაციის დროს, მათი იდეებისა და შეფასებების შესახებ კეთდება
ჩანაწერები, რომელიც მოგვიანებით „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ სამუშაო
ჯგუფს რეკომენდაციების სახით მიეწოდება.
შეხვედრა არაფორმალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარდა.
ბავშვზე მორგებული მეთოდებით და საშუალებებით მოხდა მათ მიერ
მოსაზრებების გამოხატვის წახალისება. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს, შინაარსს და შუქნიშნის პრინციპით
შეაფასეს გეგმაში შეტანილი ღონისძიებები.
ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის
პროგრამსს, მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების მთავრობებს ადგილობრივ დონეზე
ბავშვთა უფლებების რეალიზებაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის
გათვალისწინებით. ინიციატივა ამავდროულად წარმოადგენს ქსელს, რომელიც
აერთიანებს მთავრობებს და სხვა პარტნიორებს – სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, სამეცნიერო სექტორს, მედიას, და რაც მთავარია,
თავად ბავშვებს, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთ ქალაქებსა და
მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდეს ბავშვებზე მორგებული გარემო.
ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩასართავად ქალაქმა უნდა
განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ქალაქში ბავშვების მდგომარეობის
შეფასება; ბავშვთა უფლებების ადვოკატირება და ინფორმირებულობის გაზრდა
ხელისუფლებისა და საზოგადოების დონეზე; ბავშვებზე მორგებული კანონებისა

და პოლიტიკის მიღება და ამ კანონებისა და პოლიტიკის ბავშვებზე ზეგავლენის
შეფასება; ქალაქის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც მკაფიოდ
იქნება განსაზღვრული ბიუჯეტი და გათვალისწინებული იქნება
ანგარიშვალდებულებები; ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე რესურსის
სამართლიანად განაწილება; ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირება,
ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და გამოცდილების პატივისცემა; ბავშვებისა და
ახალგაზრდების აღიარება, როგორც პარტნიორების და ინდივიდებისა, რომლებსაც
გააჩნიათ უფლებები და არიან თანასწორუფლებიანი, აქტიური მოქალაქეები;
დარგთაშორისი კოორდინაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ბავშვებზე
მორგებული პოლიტიკისა და პროგრამების შედეგებისა და ზეგავლენის
გაუმჯობესება-გაძლიერებისათვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება