fbpx

საახალწლო ღონისძიების სამზადისი ადიგენში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დღეს, დაბა ადიგენში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მთავარ ნაძვის ხესთან, საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდებათ, ბავშვებისთვის მოწყობილია სპეციალური სივრცეები, ეწყობა წარმოდგენები ზღაპრის გმირების მონაწილეობით, ადიგენელების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, თოვლის ბაბუა კი პატარებს საჩუქრებით გაახარებს, მოეწყობა მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა. ღონისძიება გაგრძელდება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით, დღის ბოლოს ჯგუფი „მიქსტურა“ წარსდგება ადიგენელი მაყურებლის წინაშე. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება