fbpx

აჭარაში „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჯორბენაძე: რაღა გირგვლიანის გალახვა გახდა კანონდარღვევა?

როცა შენ ეხები ჩემს სიწმინდეს, მოსულა! და მოკვლა რომ სდომებოდა იქ ვინმეს, იარაღებიც ჰქონდათ და დამალვაც შეეძლოთ უფრო უკეთესადაც!, – ასე პასუხობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ჯორბენაძე მირტად ქამადაძეს, მისივე პოსტის კომენტარებში კითხვაზე – „რას ეუბნები შენს ამომრჩეველს ამით, როგორც პოლიტიკოსი? ანუ ადამიანის დევნა და სიკვდილამდე მიყვანა მოსულა?“

მანამდე ის გამოეხმაურა ქამადაძის პოსტს სანდრო გირგვლიანის შესახებ და დაწერა: არ ვთქვათ სიმართლე! რა მოხდა აღარ ვილაპარაკოთ! წავუყრუოთ და ყველა ფეხის ნაბიჯზე ვუსმინოთ და ველოდოთ, როდის დაგვაზელენ გოგლიმოგლს თავზე!

„როცა შენ ეხები ჩემს სიწმინდეს, მოსულა! და მოკვლა რომ სდომოდა იქ ვინმეს, იარაღებიც ჰქონდათ და დამალვაც შეეძლოთ უფრო უკეთესადაც
დღისით, მზისით, ოჯახში ხოცავენ ხალხს და ამხელა რეზონანსი რაღაც არ მახსენდება, ამავე საზოგადოებისაგან და რაღა გირგვლიანის გალახვა გახდა კანონდარღვევა?!“, – წერს ჯორბენაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება