fbpx

სააკაშვილო შენს გაქსუებულ გარემოცვას პარლამენტარის მანდატის დატოვებაც კი დაენანათ-სანდრო ბრეგაძე

,პარტია ,,მარშის,,ლიდერი სანდრო ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს-

კარგად მახსოვს 1992 წელი ‼️ჩემს მეხსიერებაში ყველაზე საშინელი და სისხლიანი წელი ‼️ეს ის წელია ჯაბა იოსელიანმა რომ განაცხადა ტელევიზიით-“დემოკრატია ლობიოობა არ არის და ყველა მიტინგს დავხრვრეტთო” ‼️დელისის მეტრო მახსოვს ყველაზე კარგად.წინა დღით ყველა გააფრთხილეს – მიხვალთ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ მიტინგზე და ადგილზე იქნებით ლიკვიდირებულიო ‼️ჩემი მეზობელი მეცნიერი ცოლ-ქმარი მახსოვს,გამოწყობილები რომ გამოვიდნენ სადარბაზოდან და კითხვაზე – სად მიდიხართ ? გაოცებულებმა უპასუხეს – როგორ თუ სად,ზვიადს და საქართველოს ვჭირდებით,მიტინგზე მივდივართო ‼️ასე მოდიოდა და მოდიოდა ხალხი ყველა უბნიდან – უიარაღოდ,შიშველი ხელებით,საქართველოს პრეზიდენტის და დამოუკიდებლობის დაცვის სურვილით გულანთებული ‼️მოდიოდა ხალხი და მიდიოდა სიკვდილზე,გარდაუვალ დარბევაზე – სიცოცხლეს წირავდა საქართველოს თავისუფლებისა და კანონიერებისათვის‼️როდესაც დელისის მეტროსთან მშვიდობიან მიტინგს ავტომატების ჯერი დაუშინეს ყველა შეშინდა,პროპკავშირების სასახლის კარებები შეამტვრია,შენობას შეაფარა თავი,მაგრამ ზუსტად 5 წუთში ხალხი გამოერკვა,ერთიანად იხუვლა და ეს უიარაღო ხალხი გარეთ გავარდა – კალაშნიკოვის ტყვიების წვიმაში ,შიშველი ხელებით ეკვეთა ჯალათებს,რომლებიც ჯერ გაიცდნენ და შემდეგ შეშინებულები მანქანებში ჩახტნენ და გაიქცნენ ‼️ასევე მოხდა დიდუბის მეტროსთან,2 თებერვალს ცირკთან,თავისუფლების მოედანზე,ზუგდიდში,წალენჯიხაში და სხვა ბევრ ქალაქში – უიარაღო ხალხი ტყვიას უშვერდა მკერდს და ასე იცავდა თავის პრეზიდენტს ‼️დიახ – ჭეშმარიტი პრეზიდენტის დასაცავად პატრიოტები ტყვიების წვიმაში თავს წირავდნენ და 200-300 ათასი ქართველი უშიშრად გამოდიოდა კანონიერების აღდგენისათვის ‼️რა სურათს ვხედავთ დღეს ? სააკაშვილის დასაცავად არათუ ტყვიების წვიმაში,არამედ შესანიშნავ ამინდში,კომფორტულ გარემოში,ტელევიზიების პირდაპირ ეთერში,კონცერტის და სხვა გასართობის თანხლებით ,50 და 100 ლარიანი ანაზღაურებით 1000 კაციც არ იკრიბება ‼️არც რეზინის ტყვიას ესვრის ვინმე და არც ცრემლსადენ გაზს – ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე – ამათთვის 1992 წლის მსგავსად ნამდვილი ტყვია რომ ესროლა ვინმეს,ალბათ 3 კაციც არ მივიდოდა მიტინგზე ‼️თუ საღი გონება შერჩა – თავად უნდა მიხვდეს სააკაშვილი რომ მას არანაირი რეალური მხარდაჭერა არ აქვს და ყველაფერი მისი ფულით შექმნილი ტელევიზიების მიერ დახატული ზღაპარია,რომელი ზღაპარითაც,ყალბი რეიტინგებითაც ის თავისსავე გარემოცვამ გაასულელა ‼️მიშა სააკაშვილო – შეეგუე რომ არ უყვარხარ ქართველებს,მათთვის შენ უცხოდ დარჩი,ვიღაცეების გამოგზავნილად არგიქვამენ და 50 თუ 100 ლარად მოყვანილი საცოდავი ხალხი არც შენი მხარდამჭერია და არც პატივისმცემელი ‼️სააკაშვილო – ერთზე დაფიქრდი – წარმოიდგინე ზვიად გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ – რამდენი ასეულ ათასი პატრიოტი იქნებოდა 24 საათი ციხის კედლებთან ,რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად – შემდეგ შენს გაქსუებულ გარემოცვას შეხედე, პარლამენტარის მანდატის დატოვებაც კი რომ დაენანათ – ბოლოს ადექი და საკნის თუ პალატის გისოსებიდან გადმოიხედე და ვერცერთ შენიანს,ცარიელ ეზოს რომ დაინახავ – ბევრ რამეს მიხვდებ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება