fbpx

სააკაშვილი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიმშვიდის ატმოსფეროს-ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი, კეროლ ბიურო-ბონარდი სოციალურ ქსელ Twitter-ზე სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ნიდერლანდელ დეპუტატს, ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა.

„სააკაშვილი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიმშვიდის ატმოსფეროს, რომელიც აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების მე-2 რაუნდის ჩასატარებლად. ტინი კოქსზე თავდასხმებით ის რეალურად თავს ესხმის საერთაშორისო ინსტიტუტებს (ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა)“,- წერს ევროპარლამენტარი.

=

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება