fbpx

კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანი იმუნიტეტს ხანგრძლივად ინარჩუნებს

ამერიკაში ჩატარდა ახალი კვლევა, რომელშიც საუბარია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ადამიანის ორგანიზმი იმუნურობას კორონავირუსის წინააღმდეგ.

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგ იმ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, უნარჩუნდებათ იმუნური უჯრედები, რომლებიც საკმარისია იმისათვის, რათა კოვიდ 19-ით ხელახლა დავირუსებას თავი აარიდონ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული უჯრედები ორგანიზმში შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაშიც დარჩეს. მკვლევართა განცხადებით, ეს არის კორონავირუსის იმუნური მეხსიერების ყველაზე ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი კვლევა.

აღნიშნული დასკვნა შეამსუბუქებს ექსპერტთა შიშებს იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდ 19-ის მიმართ ადამიანის დამცველობითი იმუნიტეტი შესაძლოა, ხანმოკლე იყოს.

.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება