fbpx

საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა.

საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ძვირფასო მეგობრებო, დიახ, მე დამიდგინდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ. იზოლირებული ვარ საკუთარ კაბინეტში“,- წერს ექიმი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გასულ კვირას, აღნიშნული საავადმყოფო ვლადიმერ პუტინმა მოინახულა და შეხვედრა გამართა ექიმებთან, მათ შორის ინფიცირებულ დენის პრიცენკოსთან.

თემაზე კომანტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, პრეზიდენტს რეგულარულად უტარდება ტესტები კორონავირუსზე

გაუზიარე!

Shares