fbpx

სააგენტო C NEWS-ი! ასეთი ნაძირლობის გაკეთებას მოფიქრება უნდოდა-ირაკლი მელაშვილი

ირაკლი მელაშვილი სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს ერთ ერთ საინფორმაციო სააგენტოს-

აი როგორ ცდილობენ ჩვენს მოტყუებას! ასეთი ნაძირლობის ამ დღეებში გაკეთებას მოფიქრება უნდოდა! როგორ ბედავთ ასეთ ტყუილს! სააგენტო C NEWS-ი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბიკენტოვმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რუსეთს არასოდეს გაუთანაბრებია მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი საქართველოს ხალხთან. მზად ვართ საზღვრების გადახედვისთვის იმდენად რამდენადაც საქართველო მზადაა ასე გავაკეთოთ. ვიმედოვნებთ , თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს,“სინამდვილეში აი რა ითქვა ბიკენტოვის ბრიფინგზე:”В России никогда не ставили знак равенства между преступным режимом М.Н.Саакашвили и народом Грузии. Мы готовы к восстановлению отношений между нашими государствами в той степени, в какой к этому готова грузинская сторона. Надеемся, что здравый смысл возобладает в Тбилиси, и наши грузинские партнёры начнут строить отношения с соседями с учётом баланса интересов.”როგორც ვხედავთ არანაირი ფრაზა, “მზად ვართ საზღვრების გადახედვისთვის იმდენად რამდენადაც საქართველო მზადაა ასე გავაკეთოთ” რუსეთი წარმომადგენელს ბრიფინგზე არ უთქვამს. მეტიც, ბატონმა ბიკენტოვმა არაორაზროვნად განაცხადა სრულიად საწინააღმდეგო ” Это в полной мере относится и к внешним «кураторам» Тбилиси. Им давно уже пора отказаться от бесперспективной линии на «реинтеграцию» Абхазии и Южной Осетии в Грузию”. ანუ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია დაივიწყეთო. აგერაა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია თავისი წარმომადგენლის ამ ბრიფინგზე, სადაც იოლად დარწმუნდებით cnews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეში. ამას უბრალოდ ნაძირლობა ჰქვია!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება