fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი Pfizer-ის ვაქცინით საჯაროდ აიცრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pfizer-ის ვაქცინით საჯაროდ აიცრა. პრემიერმა ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

„ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმის, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი, მას შემდეგ დაუინფიცირებიათმშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობაც დამდგარა

ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი, რაც მთავრობასა და მეცნიერებს შეუძლიათ შესთავაზონ მოსახლეობას, არის აცრა. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში პანდემიის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია.

ჩვენ და მსოფლიომ გამოვცადეთ ყველაფერი – მათ შორის ლოკდაუნები, მკაცრი ლოკდაუნები, სრული ჩაკეტვები და ა.შ., რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ზიანი, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში დარჩა უმუშევარი და რეალურად დაინგრა ეკონომიკები. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში.

ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩაკეტვებით ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ. შეიძლება დროებით გავწელოთ პროცესი, მაგრამ პანდემიის დამარცხება შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინითა და აცრებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება